აზერბაიჯანელენოვანი პედაგოგები მშობლიურ ენაში გამოცდას აბარებენ
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის გადაწყვეტილებით, საქართველოში პირველად, არაქართულენოვანი სკოლების მშობლიური ენის პედაგოგებს კომპეტენციის ამაღლების შესაძლებლობა მიეცათ. გამოცდის შემდეგ ყველა საგანჩაბარებული მასწავლებელი შეიცვლის სტატუსს, რაც მათი ხელფასის გაზრდასაც განაპირობებს. აზერბაიჯანულ ენას წელს 380-მდე მასწავლებელი ჩააბარებს. 20 ივლისს კი დანიშნულია გამოცდა სომხურენოვანი პედაგოგებისთვის. სპეციალურად ამ გამოცდისთვის მოსაზადებლად მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა ტრენინგმოდულები შეიმუშავა. გამოცდის მიმდინარეობას განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე თამარ მახარაშვილი და შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი სოფიო გორგოძე გაეცნენ და მასწავლებლებს წარმატება უსურვეს.
