საქართველოს პრეზიდენტმა ოპოზიციის მოთხოვნა დააკმაყოფილა
საქართველოს პრეზიდენტმა ოპოზიციის მოთხოვნა დააკმაყოფილა. სალომე ზურაბიშვილის განკარგულება რიგგარეშე სესიის მოწვევის თაობაზე პარლამენტში უკვე შევიდა და დეპუტატებს გადაეგზავნა. განკარგულებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს კონსტიტუციის 44-ე მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად, 18 ივლისიდან მოწვეულ იქნას პარლამენტის რიგგარეშე სესია.
