სახელმწიფოებივი მდგრადობის გრძელვადიანი პროგრესით საქართველო მსოფლიოს საუკეთესო ათეულში დასახელდა
სახელმწიფოებივი მდგრადობის გრძელვადიანი პროგრესით საქართველო მსოფლიოს საუკეთესო ათეულში დასახელდა. მსოფლიოს ავტორიტეტულმა ორგანიზაცია „მშვიდობის ფონდმა“ სახელმწიფოებრივი სიმყიფის 2022 წლის ინდექსი გამოაქვეყნა. ინდექსი მსოფლიოს 178 ქვეყნის მდგომარეობას ასახავს და ადგენს მსოფლიო რეიტინგს ქვეყნების სიმყიფისა და მდგრადობის საფუძველზე. რეიტინგის სათავეში ყველაზე არამდგრადი სახელმწიფოების ჩამონათვალია, რეიტინგის ბოლოში კი ჩამოთვლილია ყველაზე მდგრადი ქვეყნები. საქართველომ 2022 წელს სარეიტინგო პოზიცია გაიუმჯობესა და 79-იდან მე-80-ე ადგილზე გადაინაცვალა. ანგარიშის მიხედვით, საქართველო მდგრადობის გრძელვადიანი, ანუ ათწლიანი გაუმჯობესებით მსოფლიოს საუკეთესო ათეულში დასახელდა. 2012 წელთან შედარებით, საქართველოს სარეიტინგო პოზიცია 29 ადგილით არის გაუმჯობესებული.
