მმართველი გუნდის წევრები აცხადებენ, რომ დაუშვებელია, სასამართლოს საქმიანობაში ჩარევა
მმართველი გუნდის წევრები აცხადებენ, რომ დაუშვებელია, სასამართლოს საქმიანობაში ჩარევა. ლაშა ჩხიკვაძის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, უმძიმესია და აზიანებს საქართველოსა და შეერთებული შტატების ურთიერთობას. მაშინ, როდესაც მართლმსაჯულების დამოუკიდებლობასა და მის საქმიანობაში ჩაურევლობაზე ვსაუბრობთ, ყოვლად დაუშვებელია ის, რაც ვიხილეთ, აცხადებენ, ქართულ ოცნებაში. განცხადებას ავრცელებს, ვიცე პრემიერი თეა წულუკიანიც, რომელიც ზეწოლის ფაქტების გასაჯაროებას მიესალმება.
