„განახლებული რეგიონები“
„განახლებული რეგიონები“ - პრემიერის მიერ ინიცირებული პროგრამის ფარგლებში სამცხე-ჯავახეთის მუნიციპალიტეტებში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მერებთან და სახელმწიფო რწმუნებულთან ერთად გაეცნო. ახალციხეში, საერთო ჯამში, განახლდება ქალაქის ცენტრალურ ნაწილში მდებარე 50-მდე შენობა და 6 სკვერი. ადიგენში დასასრულს უახლოვდება ქალაქის ცენტრალური უბნის ურბანული განახლების სამუშაოები. თამარ მეფის ქუჩაზე, საერთო ჯამში, გარემონტდება 5 შენობა და მიმდებარე სკვერები. დაბა ასპინძაში, დასრულდა ასპინძის ომის მემორიალის მიმდებარე ინფრასტრუქტურის და სამკუთხა სკვერის რეაბილიტაცია. პროექტი, პროგრამიდან გრანტის სახით მიღებული დაფინანსებით, უშუალოდ მუნიციპალიტეტმა განახორციელა.
