ვაზიანის სასროლეთზე საჩვენებელი სწავლება გაიმართა
ვაზიანის სასროლეთზე საჩვენებელი სწავლება გაიმართა. სწავლებაში თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების ძალები და რეინჯერთა ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეები, გაერთიანებული სამეფოს სპეციალური ოპერაციების ძალების წარმომადგენლებთან ერთად, მონაწილეობდნენ. დასკვნით საველე სწავლებაში ჯგუფებმა წინასწარ განსაზღვრულ რაიონში პირობითი მოწინააღმდეგის ჯავშანტექნიკა აღმოაჩინეს და ტანკსაწინააღმდეგო სისტემა „ჯაველინის“ მეშვეობით გაანადგურეს. სწავლება 3 კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა და ორ ფაზას მოიცავდა.
