მილიონობით რუბლი ხოშტარიას ანგარიშზე
მას შემდეგ, რაც ელენე ხოშტარიას ასოციაციის მიერ შექმნილმა ორგანიზაციამ „ფაქტ ჩეკმა“ რუსეთიდან გადამორიცხული თანხის დოკუმენტაცია გაასაჯაროვა, დროას ლიდერი შემოსავლების დეტლებზე მაინც არ საუბრობს. ქრონიკა დღეს კიდევ ერთხელ შეეცადა მისგან დამატებითი ინფორმაცია მიეღო, თუმცა უშედეგოდ. „ფაქტ ჩეკის“ მიერ გუშინ გამოქვეყნებული სტატიის მიხედვით დადასტურდა ტელეკომპანია იმედის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ ხოშტარიების ოჯახი რუსეთიდან სოლიდურ თანხებს ნამდვილად იღებს.
