ნიკა გვარამიას საქმის განმხილველი მოსამართლე სკანდალურ განცხადებას ავრცელებს
ნიკა გვარამიას საქმის განმხილველი მოსამართლე სკანდალურ განცხადებას ავრცელებს. ლაშა ჩხიკვაძე წერს, რომ გამამტყუნებელი განაჩენის გამოცხადების შემდეგ საქალაქო სასამართლოში ამერიკის საელჩოს ერთ-ერთ თანამშრომელს შეხვდა. მოსამართლის ინფორმაციით, კევინ ბრუკი საქმის ფაქტობრივი გარემოებებით დაინტერესდა, კერძოდ, რატომ მიიღო გამამტყუნებელი განაჩენი და რატომ გამოიყენა სასჯელად თავისუფლების აღკვეთა. მისივე განმარტებით, ინფორმაციით დაინტერესებული იყო ამერიკის ელჩი. პირველი ინსტანციის მოსამართლე ასევე განმარტავს, რომ სწორედ ამ შეხვედრაზე გახდა მისთვის ცნობილი, რომ მისი, როგორც არასასურველი მონაწილის გვარი, იმ ჯგუფის სიიდანაც ამოიღეს, შტატებში მიემგზავრებოდა.
