ქვეყანა მთის კვირეულისთვის ემზადება
ქვეყანა მთის კვირეულისთვის ემზადება. 16-დან 23 ივლისის ჩათვლით, მაღალმთიან რეგიონებში ტურისტებს სხვადასხვა ღონისძიებაში ჩართვა შეეძლებათ. წელს პირველად, თუშეთში ხინკლის დღეები გაიმართება. მთის ფესტივალზე მისულებს ამ კერძის მომზადებას შეასწავლიან. სტუმრები ღამის გათენებას სპეციალურად მოწყობილ ზონაში შეძლებენ. მთის კვირეულის ინიციატივა, საქართველოს პრემიერ-მინისტრს ეკუთვნის.
