რეკომენდაციების შესრულება - კარლ ჰარცელის განცხადება
ევროკომისიის გადაწყვეტილების მიუხედავად, საქართველოს ხელისუფლება 12 პუნქტიანი რეკომენდაციის შესრულებაზე მუშაობას განაგრძობს. გაფართოების პაკეტზე ანგარიშს ევროკომისია 2023 წელს მოამზადებს. განცხადება, ბრიუსელში, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე გაკეთდა. გზავნილი ბრიუსელიდან გაფრთხილებად აღიქვეს ოპოზიციაში. ისინი მმართველ გუნდს რეკომენდაციების შესრულებისკენ მოუწოდებენ, თუმცა საკუთარ პაუხისმგებლობაზე არაფერს ამბობენ. წლის ბოლომდე ევროპული რეკომენდაციების შესრულების პრობლემას ვერ ხედავს მმართველი გუნდი, თუმცა ამბობს, რომ დეპოლარიზაცია ოპოზიციის ჩართულობის გარეშე შეუძლებელი იქნება.
სიუჟეტის ავტორი: ნინო არღვლიანი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
