წყალმომარაგების ახალ ქსელზე გადაერთების სამუშაო
მელიქიშვილის გამზირის სრული რეაბილიტაციის ფარგლებში ჯივიპი წყალმომარაგების ახალ ქსელზე გადაერთებით სამუშაოებს ატარებს. სამუშაოების დროს აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც ხვალ, 15 ივლისს დილის 10:00 საათიდან, 16 ივლისის 13:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება: მთაწმინდის რაიონში - კოსტავას ქუჩის ნაწილს თაბუკაშვილის ქუჩის ნაწილს; რუსთაველის გამზირის 29 და 31 ნომრებს; სტამბის ჩიხს, ბროსეს, ლაღიძის, ვირსალაძის და მიმდებაარე ქუჩებს. წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის.
