საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება
საგარეო უწყების განმარტება, უკრაინის მიერ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სარჩელთან დაკავშირებით. უწყების პოზიციით, მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში , საქართველო განაგრძობს უკრაინის მხარდაჭერას საერთაშორისო ორგანიზაციებში. ამ მხრივ, უწყების პოზიციით, ნიშანდობლივია, რომ საქართველომ 2022 წლის მარტში 39 სხვა სახელმწიფოსთან ერთად, მიმართა ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორს გამოძიების დაწყების შუამდგომლობით. ეს განცხადება ეხება ჰააგაში მეორე სასამართლოს - მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს, სადაც უკრაინის მხარდამჭერ განცხადებას საქართველო უკვე მიუერთდა 2022 წლის მაისში.
