ქართველმა მეზღვაურებმა ღია ზღვაში 52 ადამიანის სიცოცხლე იხსნეს, მათ შორის სამი ბავშვია
ატლანტიკის ოკეანეში 5-ბალიან შტორმში, 52 ადამიანი გასაბერ მცურავ საშუალებაზე წყლისა და საკვების გარეშე იმყოფებოდნენ. სამაშველო ოპერაციაში ცხრა ქართველი მეზღვაური მონაწილეობდა. მათ საქართველო მომავალ წელს „ზღვაზე გამოჩენილი განსაკუთრებული სიმამაცისათვის“ საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის ჯილდოზე წარადგენს.
