სოფელ რიყეში მდებარე ძალოსნობის დარბაზს ავთანდილ გახოკიძის სახელი მიენიჭა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით, სოფელ რიყეში მდებარე ძალოსნობის დარბაზს საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის, ავთანდილ გახოკიძის სახელი მიენიჭა. ღონისძიებას ავთანდილ გახოკიძე, მისივე აღზრდილი მსოფლიო ჩემპიონები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
