დინამო ბათუმი ჩემპიონთა ლიგას პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე გამოეთიშა
შეხვედრის ძირითადი დრო ფრედ დასრულდა. დამატებით დროში, აჭარის გუნდიდან ერთადერთი გოლი ზურიკო დავითაშვილმა გაიტანა. „ბათუმის დინამოს“ მიზნამდე მცირედი აშორებდა, თუმცა სლოვანმა ჯერ გათანაბრება შეძლო, მატჩის ბოლო წუთზე კი ვლადიმირ ვაისმა, ლაზარე კუპატაძის კარში ბურთი კუთხურის ნიშნულიდან ჩაახვია და საკუთარი გუნდი შემდეგ ეტაპზე გაიყვანა.
