ომი უკრაინაში
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ანგარიშის მიხედვით, თავდაცვის ძალებმა სლავიანსკის და ბახმუტის მიმართულებებით ოკუპანტების ყველა შეტევა მოიგერიეს. ასევე რუსებმა ხარკოვის მიმართულებით რამდენიმე დასახლებას სხვადასხვა კალიბრის არტილერიიდან ცეცხლი გაუხსნეს. ოკუპანტებმა იერიში მიიტანეს კრამატორსკის მიმართულებითაც. რუსი სამხედრო დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემას მიეძღვნება დღეს ჰააგის ფორუმი.
