ირაკლი ხომასურიძის საქმე
დავით ბერძენიშვილის მიმართ პოლიტიკური ნიშნით განხორციელებული დევნისა და ძალადობის ფაქტზე ირაკლი ხომასურიძისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონიძიება, პატიმრობა შეიცვალა. მოსამართლის განმარტებით, პატიმრობა ორი გარემოების გათვალისწინებით შეიცვალა, ერთი, თავად დაზარალებულის პოზიციის და მეორე, საზოგადოებრივი მოძრაობა აი იას დამფუძნებელის ვატო შაქარიშვილი თავდებობის საფუძველზე. შემთხვევა 6 ივნისს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე მოხდა. გამოძიების ინფორმაცით, „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთ ლიდერს, დავით ბერძენიშვილსა და პარტიის თავმჯდომარეს, ხათუნა სამნიძეს თავს ირაკლი ხომასურიძე დაესხა.
