„დინამო ბათუმი“ უეფას ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო შეხვედრას დღეს გამართავს
„დინამო ბათუმი“ უეფას ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო შეხვედრას დღეს გამართავს. საქართველოს ჩემპიონი საკუთარ სტადიონზე ბრატისლავის „სლოვანს“ უმასპიონძლებს. ერთი კვირის წინ სლოვაკეთში შეხვედრა უგოლოდ, 0-0 დასრულდა. დღევანდელ შეხვედრას, სადაც ბათუმელებს გამარჯვება სჭირდებათ, დისკვალიფიკაციის გამო გუნდის კაპიტანი, მამუკა კობახიძე გამოტოვებს. სლოვაკეთის გუნდში კი სამი ქართველი ფეხბურთელი თამაშობს: გურამ კაშია, ჯაბა კანკავა და გიორგი ჩაკვეტაძე. საქართველოში 2020 წლის შემდეგ პირველად ჩამოვიდა ვლადიმირ ვაისი, რომელიც 2016-2020 წლებში ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ნაკრებს ავარჯიშებდა. შეხვედრა 21 საათზე დაიწყება. მატჩზე დასასწრები ყველა ბილეთი გაყიდულია.
