რიკოთის ახალი გზის რამდენიმე მონაკვეთი წელს გაიხსნება
რიკოთის ახალი გზის რამდენიმე მონაკვეთი წელს გაიხსნება. რიკოთის 4 ზოლიანი ჩქაროსნული მაგისტრალური გზის მშენებლობა აქტიურად გრძელდება. უკვე გაჭრილია 24 გვირაბი, საიდანაც 3 ფუნქციონირებს. პარალელურად, მუშაობენ 88 ხიდზე, საიდანაც 30 უკვე აშენებულია, ხოლო 6-ს დასრულებულ ხიდზე მოძრაობა გახსნილია. რიკოთის საგზაო მონაკვეთის თანამედროვე სტანდარტის 4 ზოლიან ჩქაროსნულ მაგისტრალად მოდერნიზება მნიშვნელოვნად გაზრდის გზის გამტარუნარიანობასა და სატრანზიტო ტვირთბრუნვას.
