"ნაციონალური მოძრაობის" წევრები სტენფორდში უკრაინის პრეზიდენტის ოფისთან არსებული რუსეთის სანქციების ჯგუფის კოორდინატორს ხვდებიან
ნაციონალური მოძრაობის წევრები სტენფორდში უკრაინის პრეზიდენტის ოფისთან არსებული რუსეთის სანქციების ჯგუფის კოორდინატორს ხვდებიან. ეს მაიკლ მაკფოლია, რომელმაც ცოტა ხნის წინ სანქციებთან დაკავშირებით განაცხდა, რომ ჯგუფი, რუსეთის გარდა, სხვა ქვეყნების, კერძოდ, საქართველოს და ბელარუსის წარმომადგენლებისთვის სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით მსჯელობას იწყებს. ამ დრომდე მაიკ მაკფოლი არ ასახელებდა კონკრეტულ პირებს, თუ ვისი სანქცირება შეიძლება განიხილონ.
