თბილისი ევროპული დავალების შესრულებაზე აქტიურად მუშაობს
"მიიღეთ კანონმდებლობა, რათა ქართულმა სასამართლოებმა, თავიანთ განხილვებში, პროაქტიულად გაითვალისწინონ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განაჩენები" - ევროკომისიის 12 - ი რეკომენდაციიდან ამ პუნქტის შესასრულებლად მუშაობა დაიწყო. სამუშაო ჯგუფის შეხვედრა პარლამენტში გაიმართა. მუშაობის პროცესში ჩართულები არიან სასამართლოს, პროკურატურის, იუსტიციის სამინისტროს, მესამე სექტორის, ადვოკატთა ასოციაციისა და სახალხო დამცველის წარმომადგენლები. ევროპულ რეკომენდაციების შესრულების პროცესში კვლავ არ ერთვება ოპოზიციის ნაწილი
