მულტიმედიური გამოფენა „ქვების ხმაური“ გაიხსნა
კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში ქართველი მხატვრის, ზურა აფხაზის მულტიმედიური გამოფენა „ქვების ხმაური“ გაიხსნა. ღონისძიებას მინისტრი თეა წულუკიანი დაესწრო. „ქვების ხმაური“ ზურა აფხაზის მიერ ბოლო წლებში შექმნილი საუკეთესო ნამუშევრების კრებულს წარმოადგენს. გამოფენის ნახვას დამთვალიერებელი 7 აგვისტოს ჩათვლით შეძლებს.
