რუსეთი დონბასის დაკავების გეგმას ღიად ადასტურებს
რუსეთი დონბასის დაკავების გეგმას ღიად ადასტურებს. დონეცკის ოლქის გუბერნატორის თქმით, ბახმუტის, სევერსკის, სლავიანსკისა და კრამატორსკის გარშემო რუსული ჯარის გაძლიერება დაიწყო. კონტრშეტევაზე გადადიან უკრაინის თავდაცვის ძალებიც. უკრაინულმა არმიამ დონეცკში რუსების მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე იერიში მიიტანა. იბომბება ხარკოვი და მიმდებარე დასახლებები. ხერსონში რუსების საბრძოლო მასალის ორი საცავის განადგურების შესახებ ცნობას ავრცელებს ოპერატიული სარდლობა „სამხრეთი“. საბრძოლო მოქმედებების პარალელურად პოლონეთმა უკრაინას ჰაუბიცების - „კრაბის“ ახალი პარტია მიაწოდა. უკრაინისთვის გადაცემული იარაღის უკეთესად გაკონტროლებას ითხოვენ შეერთებული შტატები, ნატოსა და ევროკავშირის ქვეყნები.
