პრემიერ მინისტრი ღია წერილით ოპონენტებს და მათ შიდა თუ გარე პარტნიორებს პასუხობს
რატომ არის შეურაცხმყოფელი შიდა და გარე პოლიტიკური ოპონენტების მხრიდან დეოლიგარქიზაციაზე საუბარი? ამ საკითხს პრემიერ მინისტრი საკუთარ ვრცელ განცხადებაში დეტალურად განმარტავს. პრემიერის თქმით, ეს კამპანია წარმოადგენს დაუსაბუთებელ ბრალდებას ბიძინა ივანიშვილის მიმართ და მიზნად ისახავს საქართველოში მოქმედი მმართველობის სისტემის დისკრედიტირებას. პრემიერი წერს, რომ პარლამენტის, თავდაცვის, საგარეო საქმეთა, იუსტიციის, ფინანსთა და ჯანდაცვის მინისტრების საკვანძო პოზიციებს დღეს იკავებენ ადამიანები, რომლებსაც ბიძინა ივანიშვილი არც კი შეხვედრია, შესაბამისად, საუბარი იმაზე, რომ ბიძინა ივანიშვილი მთავრობასა და პარლამენტს მართავს და აკონტროლებს, სრული აბსურდია.
სიუჟეტის ავტორი: მაკუნა აბულაძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
