ხანძარი თამარ მეფის გამზირზე
ხანძარი თბილისში. ცეცხლი თამარ მეფის გამზირზე 20 ნომერში მდებარე საცხოვრებელ კორპუსს გაუჩნდა. ადგილობრივების ინფორმაციით, ცეცხლი მეორე და მესამე სართულს შორის ხის კიბეს მოედო. მათივე თქმით, სამაშველო სამსახურმა მოსახლეობის ევაკუაცია დროულად მოახერხა, მსუბუქად დაშავდა მხოლოდ ერთი მოქალაქე. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ მას პირველადი დახმარება დროულად აღმოუჩინა. ამ დროისთვის ცეცხლი ლიკვიდირებულია.
