პრემიერის ღია წერილი
პრემიერ-მინისტრი ვრცელი განცხადებით, დეოლიგარქიზაციის შესახებ კამპანიას გამოეხმაურა. ირაკლი ღარიბაშვილი წერს რომ მმართველი გუნდი არც ოპერატიულ და არც საკვანძო გადაწყვეტილებებს პოლიტიკიდან გასული ყოფილი ლიდერის კარნახით არ იღებს. პრემიერ-მინისტრი კამპანიის ავტორებს მიმართვას და მოუწოდებს მათ კეთილი ინებონ და განმარტონ, რას გულისხმობენ, როდესაც ოლიგარქსა და დეოლიგარქიზაციაზე ლაპარაკობენ. ირაკლი ღარიბაშვილი, "ნაციონალურ მოძრაობას" და მის შიდა თუ გარე პარტნიორებს ურჩევს, შეეგუონ არსებულ მოცემულობას - მშვიდობას, სტაბილურობას და ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას. ასევე წერს რომ მათ რამდენიც არ უნდა მოინდომონ საქართველოს ომში ვეღარ ჩართავენ.
