ბრიტანეთის სპეციალური საავიაციო სამსახური სკანდალში გაეხვა
ბრიტანეთის სპეციალური საავიაციო სამსახური სკანდალში გაეხვა. "ბიბისის" მიერ ჩატარებული ჟურნალისტური გამოძიებით გამოვლინდა, რომ სპეცსამსახურის ერთ-ერთმა ოპერატიულმა დანაყოფმა ავღანეთში შესაძლოა 54 ადამიანი უკანონოდ მოკლა. საუბარია 2010-11 წლებზე. საპასუხოდ ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ ბრიტანელი სამხედროები ავღანეთში პროფესიონალიზმითა და სიმამაცით მსახურობდნენ.
