თბილისსა და ბერნს შორის მემორანდუმი გაფორმდა
თბილისსა და ბერნს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა. კახა კალაძე, შვეიცარიაშია და მის კოლეგას შეხვდა. მხარეებმა თბილისსა და ბერნს შორის თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს. ყურადღება გამახვილდა ტრანსპორტის და ურბანული განვითარების კუთხით არსებულ გამოცდილებაზე, რაც ბერნს გააჩნია.
