პრეზიდენტმა უხუცესთა ქორეოგრაფიული ანსამბლის „ბერმუხას“ 18 წევრი ღირსების ორდენებით დააჯილდოვა
პრეზიდენტმა უხუცესთა ქორეოგრაფიული ანსამბლის „ბერმუხას“ 18 წევრი ქართული ფოლკლორის განვითარებასა და მისი პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი წვლილისა და ხანგრძლივი ნაყოფიერი შემოქმედებითი მოღვაწეობისათვის, ღირსების ორდენებით დააჯილდოვა. სალომე ზურაბიშვილმა, მათ 40 წლის იუბილე მიულოცა. დაჯილდოების ცერემონია ხულოში გაიმართა.
