თბილისის მერის ოფიციალური ვიზიტი ბერნში
თბილისის მერის ოფიციალური ვიზიტი ბერნში. შვეიცარიის დედაქალაქში საქართველოს პირველი დიპლომატიური მისიისადმი მიძღვნილი მემორიალური დაფა გაიხსნა. ღონისძიებას კახა კალაძე ბერნის მერთან ერთად დაესწრო. მემორიალური დაფა განთავსდა შენობაზე, სადაც 1918-1920 წლებში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პირველი დიპლომატიური წარმომადგენლობა და საქართველოს პრესის ბიურო მდებარეობდა.
