ეპიდვითარება
არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, რაიმე ტიპის შეზღუდვის დაწესების საფუძველი არ არსებობს- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა. ზურაბ აზარაშვილის თქმით, ინფიცირების შემთხვევების მკვეთრი ზრდა არ დასტურდება და ეპიდვითარება სრულად მართვადია. მზადყოფნაშია ჰოსპიტალური სექტორიც და ადგილზეა კოვიდის სამკურნალო მედიკამენტიც
