საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ისტორია დაწერა
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ისტორია დაწერა. დამოუკიდებელი ქართული რაგბის 33-ტ წლიან ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი თამაში მოგებულია. საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა იტალიის ეროვნული გუნდი დამაჯერებლად დაამარცხა და მთელ მსოფლიოს კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ ექვს ერში მოხვედრის საფუძვლიანი ამბიცია აქვს. ამ წარმატებისკენ ქართული სარაგბო თემი ნაბიჯნაბიჯ მიდიოდა და გამარჯვებაც ერთიანობის შედეგია.
