რეკომენდაციები და რადიკალების ბოიკოტი
სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით გამართული შეხვედრის მსგავსად, რადიკალური ოპოზიცია უარს ამბობს ყველა იმ შეხვედრაზე და სამუშაო ჯგუფზე, რომელთა მიზანიც ევროპული რეკომენდაციების შესრულებაა. ოპოზიციის ეს ტაქტიკა და გადაწყვეტილება არ მოსწონთ ევროპაში. ევროპისთვის მნიშვნელოვანია ორივე მხრიდან დაინახოს ევროპულ სამოქმედო გეგმაზე მუშაობისთვის მზადყოფნა - ასეთია გზავნილი ევროპარლამენტიდან. პროცესებს მიღმა არიან ნაციონალური მოძრაობა, ლელო და სტარტეგია აღმაშენებელი. ამ გადაწყვეტილების გამო სახელისუფლებო გუნდი ოპონენტებს ევროპული მომავლის საბოტაჟში ღიად ადანაშაულებს.
სიუჟეტის ავტორი: სოფო ბერიძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
