საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მხარდაჭერა კანდიდატის სტატუსის მიღების გზაზე
საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მხარდაჭერა კანდიდატის სტატუსის მიღების გზაზე- მაკა ბოჭორიშვილი ჩეხეთის რესპუბლიკაშია და ქვეყნის ევროპულ მომავალზე კოლეგებს ესაუბრება. პრაღაში ევროკავშირის წევრი ქვეყნების, ასოცირებულების და კანდიდატების მონაწილეობით ეროვნული პარლამენტების ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეების შეხვედრა მიმდინარეობს. სენატში დისკუსიების დროს ევროპული საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე ისაუბრეს - უკრაინის, მოლდოვის და საქართველოს ევროპულ მომავალზე
