მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივა მედში“ დღეს დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ მოინახულა
მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივა მედში“ დღეს დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ მოინახულა. სამედიცინო დაწესებულებიდან გამოსვლის შემეგ მან, მედიასთან კომენტარი გააკეთა. დეპუტატის თქმით, ყოფილ პრეზიდენტს არ გააჩნია ეჭვები, რომ „გირჩი“„ქართული ოცნების“ თამაშს თამაშობს, რაც ხვიჩიას თქმით, მის პარტიას, სააკაშვილის თანაგუნდელებმა დააბრალეს. გირჩის ერთ-ერთი ლიდერის განმარტებით, ის ექსპრეზიდენტს შეჰპირდა, რომ ყველაფერს გააკეთებს გეგმის განსახორციელებლად, რომლის ერთი ნაწილია მიხეილ სააკაშვილის პატიმრობიდან გათავისუფლებაა.
