ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულება დაიწყო
ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულება დაიწყო. პროცესში, რომელიც მმართველმა გუნდმა წარმოადგინა, ოპოზიციის ნაწილი არ ერთვება. ევროპარლამენტარები ქართულ პოლიტიკურ სპექტრს ურთიერთ თანამშრომლობისკენ მოუწოდებენ, მათ შორისაა მარკეტა გრეგორევა, რომელმაც განაცხდა, რომ ახლა ერთად მუშაობის დროა. ევროპარლამენტარი ხელისუფლებისა და ოპოზიციის პასუხისმგებლობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ არ შეიძლება პროცესი დაწყებისთანავე გააკრიტიკო.
