თავდაცვის ყოფილი მინისტრი გიორგი ბარამიძე ქართველ სამხედროებს შეურაცხყოფას აყენებს
თავდაცვის ყოფილი მინისტრი გიორგი ბარამიძე ქართველ სამხედროებს შეურაცხყოფას აყენებს. ნაციონალური მოძრაობის წევრი ჯარს დამამაცირებელი სიტყვებით მიმართავს და მათ უუნარობაზე საუბრობს. გიორგი ბარამიძეს დღეს პოლიტიკურ სპექტრში მხარდამჭერი არ აღმოაჩნდა. მარტო დარჩენილ პოლიტიკოსს კი დამატებითი განმარტების გაკეთება მოუხდა. დღეს, სატელეფონო კომენტარისას ის განმარტავს, რომ მისი სიტყვები არა ჯარს, არამედ თავდაცვის ძალების ხელმძღვანელობას ეხებოდა.
