ღია ბიუჯეტის ინდექსით საქართველო მსოფლიოში პირველ ადგილზეა - ამ განცხადებას, ირაკლი ღარიბაშვილი აკეთებს
ღია ბიუჯეტის ინდექსით საქართველო მსოფლიოში პირველ ადგილზეა - ამ განცხადებას, ირაკლი ღარიბაშვილი აკეთებს. პრემიერ მინისტრმა, ქვეყნის ბიუჯეტის პარამეტრები მთავრობის დღევანდელ სხდომაზე შეაფასა. მისი თქმით, მაშინ, როდესაც "ასოცირებული ტრიოს" წევრები საჯარო ფინანსების რეფორმაზე მუშაობას ახლა იწყებენ, ჩვენი ქვეყანა, მსოფლიოში პირველ ადგილზე გავიდა. „ეს ყველაფერი მთავრობის და მმართველი პარტიის ძალიან დიდი მუშაობის შედეგია“ - აცხადებს, მთავრობის მეთაური.
