სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა, პარლამენტში დაახლოებით ორი საათი გაგრძელდა
სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა, პარლამენტში დაახლოებით ორი საათი გაგრძელდა. შეხვედრას პარლამენტის თავმჯდომარე ხელმძღვანელობდა და მასში ოთხი ოპოზიციური პარტია მონაწილეობდა. ქართულმა ოცნებამ და პარტია მოქალაქეებმა სასამართლო სისტემაში განხორციელებული რეფორმების ანალიზი წარმოადგინეს, რომლის განხილვის შემდეგაც მხარეები შეთანხმებიან, თუ რა რეფორმებია სისტემაში გასატარებელი. მომდევნო შეხვედრა მომდევნო კვირაში დაინიშნა.
