საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა იზრდება
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა იზრდება. ეს დასტურდება ყოველკვირეულად გამოქვეყნებული მონაცემებით. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, შემთხვევების მატების მიუხედავად, უმრავლესობა ამბულატორიულ პირობებში მკურნალობს. მისივე ინფორმაციით, ქვეყანაში ეპიდვითარება მართვადია. ამ ეტაპზე მობილიზებულია პირველადი ჯანდაცვის სისტემა, პაციენტების მისაღებად მზად არის საავადმყოფოები.
