137-ე დღეა უკრაინაში რუსული აგრესია გრძელდება
137-ე დღეა უკრაინაში რუსული აგრესია გრძელდება. საოკუპაციო ძალები დონბასზე კონტროლის მოპოვებას ცდილობენ. უკრაინულ არმიას მტრის შეკავება ერთდროულად რამდენიმე ფრონტზე უწევს. უკრაინული მხარე ოკუპანტების გადაჯგუფების შესახებ იუწყება. მარიუპოლის მერის ინფორმაციით , რუსი დამპყრობლები, მარიუპოლის გავლით, ბერდიანსკისკენ მიიწევენ. ისევ სამიზნეშია ხარკოვი. 15-მდე გაიზარდა დონეცკში საცხოვრებელ კორპუსზე მიტანილი სარაკეტო იერიშის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა.
