მომღერალი ლევან კბილაშვილის დაღუპვის მიზეზი ცნობილია
მომღერალი ლევან კბილაშვილის დაღუპვის მიზეზი ცნობილია. ექსპერტიზამ დაადგინა, რომ გარდაცვალების მიზეზი ჰემორაგიული ინსულტი და ანევრიზმა იყო. მომღერალი საკუთარ სახლში გარდაცვლილი 21 ივნისს იპოვეს. მსმენელს თავი მან გამორჩეული ტემბრით, ინდივიდუალური შესრულებით და განსაკუთრებული ვოკალური შესაძლებლობებით დაამახსოვრა. ის მონაწილეობდა ჯეოსტარში, რუსულ „ვოისშიც“, პანდემიის დროს კი მუსიკალური ჯგუფი, „პანჯეო“ შექმნა.
