დღესვე თანამდებობა დატოვა ჭიათურის საკრებულოს ქართული ოცნების ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილემ
დღესვე თანამდებობა დატოვა ჭიათურის საკრებულოს ქართული ოცნების ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილემ. ნიკა სამხარაძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ტოვებს თანმდებობას და პარტიას. „ ზუსტად ვხვდები, რომ ქართული ოცნებიდან გასულ პარლამენტის სამივე წევრს ჩვენზე ათასჯერ მეტი ინფორმაცია აქვს, მაგრამ ვთვლი, რომ ამ ხალხს ჩვენგანაც მხარდაჭერა ჭირდება ძალიან რთულ, რეალურად ევროპულ, თავისუფლებისთვის და დემოკრატიის კიდევ უფრო მაღალი ხარისხისთვის ბრძოლის გზაზე. ამიტომ მეც ვტოვებ დაკავებულ თანამდებობას და პარტიას. ამით ჩვენს საკრებულოში ქართულ ოცნებას ნამდვილად არ ექმნება უმრავლესობის პრობლემა, სხვა შემთხვევაში ასე არ მოვიქცეოდი. „ ვკითხულობთ ნიკა სამხარაძის ფეისბუქ პოსტში.
