ლაგოდეხის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ღამბაშიძემ თანამდებობა დატოვა და „ქართული ოცნებიდან“ წავიდა
ლაგოდეხის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ღამბაშიძემ თანამდებობა დატოვა და „ქართული ოცნებიდან“ წავიდა. მისი თქმით, სურს საზოგადოებას თამამად ესაუბროს იმის შესახებ, თუ რა ვითარებაა დღეს საქართველოში, რისი თქმის საშუალებაც არ აქვს მმართველ პარტიას პარტნიორებთან ურთიერთობების გამო. მის მიერ გავრცელებულ წერილში ვკითხულობთ : ჩემს „ქართულ ოცნებაში“ არ ჯდება, რომ მთავარი მეგობარი ქვეყნის წარმომადგენელი ამ ქვეყანაში, მისთვის განკუთვნილ წერილს ბოლომდეც კი არ კითხულობს, ისე აყენებს მძიმე შეურაცხყოფას საქართველოს პარლამენტის წევრს მიშა ყაველაშვილს. ამიტომ, მივმართავ ქალბატონ ელჩს, დაასახელოს თუნდაც ერთი ტყუილი, რომელიც პარლამენტის წევრის წერილში იყო მითითებული და პასუხი გასცეს დასმულ კითხვებს. კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ ღამბაშიძემ დატოვა ქართული ოცნება , თუმცა რჩება საკრებულოს წევრად .
