ევროკავშირის მიერ გადმოცემული 12-პუნქტიანი გეგმის შესრულების პროცესში ოპოზიციური პარტიების ნაწილი არ ერთვება
ევროკავშირის მიერ გადმოცემული 12-პუნქტიანი გეგმის შესრულების პროცესში ოპოზიციური პარტიების ნაწილი არ ერთვება. მათი განმარტებით, „ქართული ოცნება“ ქმედით ნაბიჯებს არ დგამს და არც პუნქტების შესრულებაზეა ორიენტირებული. მმართველ გუნდი კი კვლავ მოუწოდებს ოპონენტებს ჩაერთონ სამუშაო პროცესში და უარი თქვან დესტრუქციულ დღის წესრიგზე.
