მილოცვა მორაგბეებს
ბორჯღალოსნებს, მათ გულშემატკივარსა და საქართველოს, ისტორიულ გამარჯვებას ულოცავენ პრემიერ-მინისტრი, პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე, ქართული ოცნების თავმჯდომარე, განცხადებები მათ სოციალური ქსელით გაავრცელეს. „გილოცავთ“ - ნათქვამია ირაკლი ღარიბაშვილის და ირაკლი კობახიძის მისალოც ტექსტებში. „გაუმარჯოს ჩვენს ნაკრებს! მადლობა ამ ღირსეულ გამარჯვებისთვის. ვამაყობთ თქვენით!“ - წერს სალომე ზურაბიშვილი ფეისბუკის პირად გვერდზე. „მადლობა ბიჭებს!“ - წერს შალვა პაპუაშვილი პარლამენტის თავმჯდომარე.
