"ბორჯღალოსნების" ტრიუმფი
ისტორიულ მატჩში - საქართველოს სარაგბო ნაკრებმა ტიერ ერთის წარმომადგენელი იტალია, 28:19 დაამარცხა. მატჩის პირველ ნახევარში 2 ლელო თედო აბჟანდაძემ გაიტანა, 1 კი სანდრო თოდუამ. მეორე ნახევარში კი საქართველოს ნაკრების უპირატესობა ზუსტად შესრულებული ჯარიმების დახმარებით გაიზარდა. ბორჯღალოსნებმა იტალიელების წინააღმდეგ აქამდე ჩატარებული 4 - ი შეხვედრიდან 4-ივე წააგეს. შესაბამისად, ამ შეხვედრას პრინციპული მნიშვნელობა ჰქონდა და საქართველოს ნაკრებმა მოიპოვა ძლიერი არგუმენტი, რათა ჩაანაცვლოს იტალია 6 ერში. ამ გამარჯვებით საქართველოს სარაგბო ნაკრებმა 6 - ი ერის ტურნირზე შესასვლელად უდიდესი ნაბიჯი გადადგა. მოდევნო მატჩი უკვე ქუთაისში „16 ივლისს გაიმართება, „აია არენაზე“ ბორჯღალოსნები “პორტუგალიას უმასპინძლებენ. შეხვედრა 18:00 საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირ ტრანსლაციას ტელეკომპანია „იმედი“ შემოგთავაზებთ.
