პარამოფარიკავეები ვარშავიდან სამშობლოში დაბრუნდნენ
საქართველოს ეტლით მოფარიკავეთა ნაკრები ვარშავის მსოფლიო თასზე მოპოვებული წარმატების შემდეგ თბილისში დაბრუნდა. სპორტსმენებს აეროპორტში გულშემატკივრები და მედიის წარმომადგენლები დახვდნენ. ტურნირზე სამი ქართველი მოფარიკავე გამოდიოდა, რომელთაგანაც ირმა ხეცურიანმა რაპირით ფარიკაობაში ვერცხლის მედალი მოიპოვა, ხოლო ამავე დისციპლინაში ნინო თიბილაშვილს ბრინჯაოს მედალი ერგო.
