ოპერისა და ბალეტის თეატრის მთავარ დირიჟორს ზაზა აზმაიფარაშვილს ვარსკვლავი გაუხსნეს
ოპერისა და ბალეტის თეატრის მთავარ დირიჟორს ზაზა აზმაიფარაშვილს ვარსკვლავი გაუხსნეს. თბილისის ოპერის თეატრის სცენაზე ხანგრძლივი პაუზის შემდეგ პუჩინის ოპერა „მანონ ლესკოს“ პრემიერა შედგა. სპექტაკლი დირიჟორის 60 წლის იუბილეს მიეძღვნა. სპექტაკლში მონაწილეობას როგორც თბილისის ოპერის თეატრის სოლისტები, გუნდი და ორკესტრის წევრები, ისე მოწვეული სტუმრები იღებდნენ.
