მერიკელი კონგრესის მოწოდება ზელენსკის
ამერიკელმა კონგრესმენმა, ვიქტორია სპარცმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ანდრეი ერმაკთან დაკავშირებული პრობლემის გადაჭრისკენ, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს, კი თავშეკავებისკენ მოუწოდა. კონგრესმენმა ჩამოთვალა რამდენიმე სერიოზული ბრალდება ერმაკის წინააღმდეგ. სპარცმა წერილით ჯო ბაიდენსაც მიმართა, რომელშიც ანდრეი ერმაკთან დაკავშირებული ზედამხედველობის პროცედურების შესახებ ინფორმაციის მიღებას ითხოვს. წერილში კონგრესმენი აღნიშნავს, რომ დაზვერვის სხვადასხვა სამსახურების ინფორმაციაზე დაყრდნობით, არსებობს ეჭვი ერმაკის რუსეთთან საეჭვო კავშირებზე.
